|
მიმდინარე წლის 15 ივლისიდან 15 ოქტომბრამდე დაგეგმილია პროექტის “კომპასი და კომპასიტო საქართველოს ყველა სკოლაში” განხორციელება.
ღონისძიება ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრის” მიერ ევროპის ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს 2500 ცალი კომპაქტ დისკის გამოცემა, რომელზეც ჩაწერილი იქნება სახელმძღვანელოები “კომპასი” და “კომპასიტო”, აგრეთვე, დემოკრატიული მოქალაქეობის განათლების სფეროში ევროპის საბჭოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და აგრეთვე მასწავლებლებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის საქართველოს დიდ ქალაქებსა და რეგიონებში განხორციელდება 15 ერთდღიანი ტრენინგი ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოების “კომპასი” და “კომპასიტო” საფუძველზე. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შორის საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებზე განათლებას არაფორმალური მეთოდით და საბოლოო შედეგის სახით დაეხმარება მათ საკუთარი უფლებების განხორციელებაში. ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში ი. ჭავჭავაძის გამზ. მე-2 ჩიხი, მე-3ªშენობა, 0179 თბილისი ტელ: 91 38 70/71/72/73 ფაქსი : 91 38 74 ელ-ფოსტა : informtbilisi@coe.int ვებგვერდი: http://www.coe.ge ან http://www.coe.int
|