პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
22.07.10
2010 წლის ივლისი - აგვისტო

ევროკავშირის მიერთება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან: ვივიან რედინგის მიმართვა მინისტრთა მოადგილეებისადმი და მისი შეხვედრა ტორბიორნ იაგლანდთან
 
7 ივლისი, სტრასბურგი – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვივიან რედინგი მიმართავს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეებს, რათა აღნიშნოს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ევროკავშირის მიერთების პროცესის დასაწყისი. კომისარი იუსტიციის, ძირითადი უფლებებისა და მოქალაქეობის საკითხებში ასევე შეხვდება გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს. მიერთების საკითხი განსაზღვრულია ლისაბონის ხელშეკრულების მე-6 მუხლსა და მე-14 ოქმის ძალით შესწორებულ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 59-ე მუხლში.

დაკავშირება: ჯუზეპე ძაფუტო, ტელ: 33 (0) 3 90 51 56 04
giuseppe.zaffuto@coe.int

ევროპის საბჭოს სივრცით/რეგიონულ დაგეგმარებაზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 კონფერენცია (CEMAT)

8 და 9 ივლისი, მოსკოვი – კონფერენცია თემაზე “მომავლის გამოწვევები: ევროპის კონტინენტის მდგრადი სივრცითი განვითარება ცვალებად მსოფლიოში” აღნიშნავს ასევე კონფერენციის მე-40 წლისთავს. ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს მინისტრები იმსჯელებენ და შეიმუშავებენ ახალ მიდგომებს ევროპის სახელმწიფოთა წინაშე ამჟამად არსებული გამოწვევებისადმი. კონფერენცია აგრეთვე იქნება ინსტრუმენტი ევროპის მასშტაბით ტერიტორიულ საკითხებზე გაღრმავებული თანამშრომლობის დასაწყებად.
 
დამატებითი ინფორმაცია

სარაევოს კინოფესტივალი

23-31 ივლისი, სარაევო – სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ევროპის საბჭო წარმოადგენს თავის პრიზს “სარაევოს გული” საუკეთესო ფილმისათვის. 16 წლის წინ დაწესებული, როგორც სიმბოლო ალყაშემორტყმული ქალაქის წინააღმდეგობისა, ამჟამად სარაევოს კინოფესტივალი მტკიცედ დამკვიდრებული ღონისძიება და რეგიონის ყველაზე დიდი კონკურსია. წლევანდელი ფესტივალის გარშემო ევროპის საბჭო აწყობს ღონისძიებათა სერიას, რომელიც ყურადღებას მიმართავს გამოხატვის თავისუფლებისადმი.

სპეციალური დოსიე, ფესტივალის ვებგვერდი;
დაკავშირება: ფრანცისკო ემპისი, ტელ.: 33 3 90 21 43 92,
francisco.empis@coe.int

ევროპის საბჭოს მე-7 “მშვიდობის ახალგაზრდული ბანაკი”

4-11 ივლისი, რუსტი, გერმანია – კონფლიქტური და პოსტკონფლიქტური რეგიონებიდან წარმოდგენილი 54 ახალგაზრდა, მათ შორის ისრაელიდან და პალესტინის ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეული ტერიტორიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, კოსოვოს სერბული და ალბანური თემებიდან, დაესწრება ერთკვირიან საწვრთნელ კურსს “ევროპა პარკში“. პროგრამა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, გაუმკლავდეს თემებს შორის კონფლიქტსა და მტრობას პირდაპირი კავშირებისა და პრაქტიკული მეცადინეობების მეშვეობით, ურთიერთნდობის აღსადგენად, ურთიერთგაგების განსამტკიცებლად და ცრურწმენებისა და სტერეოტიპების გასაფანტავად.

დაკავშირება: ჯუზეპე ძაფუტო, ტელ. 33 (0) 3 90 21 56 04, giuseppe.zaffuto@coe.int

ასევე ...

4-12/07, მწვანე კონცხი – მე-2 აფრიკული უნივერსიტეტი ახალგაზრდობისა და განვითარების შესახებ, ორგანიზებული ევროპის საბჭოს ჩრდილოეთი-სამხრეთის ცენტრის მიერ. თემატური დოსიე

5-9/07 – მოსკოვი და მურმანსკი (რუსეთის ფედერაცია) – საპარლამენტო ასამბლეის სამონიტორინგო კომიტეტის მომხსენებლები გიორგი ფრუნდა და ანდრეას გროსი ფაქტების მომკვლევი ვიზიტით ეწვევიან ქვეყანას, რაც წარმოადგენს მათ მიერ წარმოებული შეფასების შემადგენელ ნაწილს ევროპის საბჭოს წინაშე რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი, დაკავშირება:  საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება, ტელ. 33 (0)3 88 41 31 93, pace.com@coe.int

6/07, სტრასბურგი – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს პალატის 17 გადაწყვეტილებას უნგრეთთან, ფინეთთან, ლიტვასთან, პოლონეთთან, რუმინეთთან და თურქეთთან მიმართებაში. სასამართლო ასევე გამოაქვეყნებს დიდი პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე ნიოლინგერი და შურუკი შვეიცარიის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდი, ტელ. 33 (0)3 90 21 42 08

8/07, სტრასბურგი – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს პალატის 9 გადაწყვეტილებას აზერბაიჯანთან, ბულგარეთთან, გერმანიასთან, საბერძნეთთან, ლუქსემბურგთან და რუსეთთან მიმართებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდი, ტელ. 33 (0)3 90 21 42 08

12-16/07, თბილისი (საქართველო) – საპარლამენტო ასამბლეის სამონიტორინგო კომიტეტის მომხსენებლები კასტრიოტ ისლამი და მიქაელ აასტრუპ იენსენი ფაქტების მომკვლევი ვიზიტით ეწვევიან ქვეყანას, რაც წარმოადგენს მათ მიერ წარმოებული შეფასების შემადგენელ ნაწილს ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი, დაკავშირება: საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება, ტელ. 33 (0)3 88 41 31 93, pace.com@coe.int

13-14/07, ბათუმი (საქართველო) – კონფერენცია თემაზე: “სამოსამართლო აქტივობა”, ორგანიზებული ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით.

14/07, ბრიუსელი – საპარლამენტო ასამბლეის ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარ შესაძლებლობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხოსე მენდეს ბოტა, აზრთა ურთიერთგაცვლის მიზნით, მიმართავს ევროპარლამენტის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტს, რათა გამოვლინდეს შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები ადამიანებით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და მამაკაცთა დაბალანსებული მონაწილეობის სფეროებში. საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი, დაკავშირება: საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება, ტელ. 33 (0)3 88 41 31 93, pace.com@coe.int

19-21/07, ჟენევა – საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუზოღლუ მიმართავს პარლამენტების სპიკერთა მე-3 მსოფლიო კონფერენციას, რომელიც ორგანიზებულია საპარლამენტთაშორისო კავშირის მიერ. საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი, დაკავშირება: საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება, ტელ. 33 (0)3 88 41 31 93, pace.com@coe.int

27-29/07, ბეირუთი – საპარლამენტო ასამბლეის ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარ შესაძლებლობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხოსე მენდეს ბოტა მონაწილეობას მიიღებს არაბული პარლამენტების რეგიონულ სემინარში თემაზე: “ქალთა მიმართა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) განხორციელება და ქალებთან მიმართებაში ძალადობის აღმოფხვრა”, რომელიც ორგანიზებულია დასავლეთ აზიის ეკონომიკური და სოციალური კომისიის, საპარლამენტთაშორისო კავშირის, ლიბანის პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი, დაკავშირება: საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება, ტელ. 33 (0)3 88 41 31 93, pace.com@coe.int

ამ და სხვა ღონისძიებათა შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ინტერნეტ-გვერდი www.coe.int; ან დაუკავშირდით ევროპის საბჭოს პრესის განყოფილებას (pressunit@coe.int.; ტელ: 33 3 88 41 25 60).

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.