პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
02.06.10
საქართველოს, მოლდოვასა და მონტენეგროს საარჩევნო კანონმდებლობები, ყირგიზეთის ახალი კონსტიტუცია – ვენეციის კომისია იკრიბება პლენარულ სესიაზე

თარიღები: 2010 წლის 4 და 5 ივნისი

ადგილი: ვენეცია, იტალია (იოანე მახარობლის სახ. უმაღლესი სკოლა)

ორგანიზებული: საკონსტიტუციო საკითხების გარშემო ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიის მიერ, რომელიც შეიმუშავებს რჩევებს წევრ სახელმწიფოთა საყურადღებოდ, დემოკრატიული საზოგადოების სამართლებრივი საფუძვლების სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.

აღწერა: პლენარული სესია და კომისიის დაარსების მე-20 წლისთავის აღმნიშვნელი ღონისძიება

4 ივნისს, 83-ე პლენარულ სესიაზე, კომისია გეგმავს მოსაზრებათა მიღებას სხვადასხვა კანონის შესახებ, დაკავშირებულის, inter alia, შემდეგ საკითხებთან:

  • აზერბაიჯანი – ნორმატიული სამართლებრივი აქტები
  • ბელორუსი – შესწორებები საარჩევნო კოდექსში
  • ბოსნია და ჰერცეგოვინა – ინტერესთა კონფლიქტის აღკვეთა და შეკრების თავისუფლება სარაევოს კანტონში
  • ბულგარეთი – უკანონოდ მიღებული აქტივების კონფისკაცია სახელმწიფოს მიერ (მეორე შუალედური მოსაზრება)
  • საქართველო – საარჩევნო რეფორმა
  • ყირგიზეთი – კონსტიტუციის პროექტი
  • მოლდოვა – შესწორებები საარჩევნო კოდექსში
  • მონტენეგრო – საარჩევნო რეფორმა და უმცირესობათა წარმომადგენლობის საკითხი

კომისიას, შესაძლოა, ეთხოვოს ანგარიშების მიღება შემდეგ საკითხებზე:

  • არჩევნების შედეგების შეჯამება – ვადები და პოლიტიკური კრიტერიუმის განსაზღვრებები
  • შეკრების თავისუფლება – ვენეციის კომისიის/ეუთოს ერთობლივად შესწორებული სახელმძღვანელო ნორმები
  • ანგარიში ტერორიზმის საწინააღმდეგო ზომებისა და ადამიანის უფლებების შესახებ

მიღების შემდგომ, ყველა მოსაზრება გახდება საჯარო და ხელმისაწვდომი იქნება ვენეციის კომისიის ვებგვერდზე სესიის დასრულების შემდგომ: www.venice.coe.int

შაბათს, 5 ივნისს კომისია აღნიშნავს თავისი დაარსების 20 წლისთავს, რომელსაც დაესწრებიან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიმდინარე თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, გენერალური მდივნის მოადგილე და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ისევე როგორც სახელმწიფოთა მეთაურები, ელჩები, სასამართლოების პრეზიდენტები და ვენეციის კომისიის წევრები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 300 პირი.

მე-20 წლისთავის ვებგვერდის ბმული

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
ტატიანა მიშელოვა, ტელ: 33 (0) 3 88 41 38 68, მობ: 33 (0) 6 76 72 04 02

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.