|
არაერთი წარუმატებლობის და ომის მიუხედავად, დემოკრატიული წინსვლა საქართველოში “შეუფერხებლად მიმდინარეობს”, განაცხადეს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მეთვალყურეობაზე მომუშავე მომხსენებლებმა. მიმდინარე წლის მარტში თბილისში განხორციელებული ვიზიტის შესახებ შემუშავებულ საინფორმაციო ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, კასრიოტ ისლამი (ალბანეთი, სოციალისტთა ჯგუფი SOC) და მიქაელ აასტრუპ იენსენი (დანია, ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისათვის ALDE) მიესალმნენ ომის შემდეგ დაწყებულ დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღას.
თუმცა, მათ ასევე გამოთქვეს გაფრთხილება, რომ ცვლილებები უნდა დაემყაროს ფართო კონსენსუსს და “არ უნდა იყოს თავს მოხვეული დომინანტი პოლიტიკური ძალის მხრიდან”. პარლამენტარებმა გამოთქვეს დაპირება, რომ კვლავ ეწვევიან საქართველოს საზაფხულო შესვენების დაწყებამდე. ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება ტელ: 33 (0)3 88 41 25 60 ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11 pressunit@coe.int www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge
|