|
2010 წლის 13-15 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუდ ჩავუზოღლუ. ვიზიტის განმავლობაში ის შეხვდება სახელმწიფოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ვიცე-პრემიერ მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და სახელმწიფო მინისტრს ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში კობა სუბელიანს.
ასევე იგეგმება შეხვედრები, სხვებს შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორთან ლადო ვარძელაშვილთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუზოღლუ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ჟურნალისტებს შეხვდებიან სამშაბათს, 15 ივნისს 1245 სთ-ზე სასტუმრო შერატონში ბათუმში. დაკავშირება: საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება, ტელ: 33 (0)3 88 41 31 93 pace.com@coe.int ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება ტელ: 33 (0)3 88 41 25 60 ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11 pressunit@coe.int www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge
|