სავარაუდო გადაუდებელი დებატები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის შესახებ , ისევე როგორც ანგარიშები თემებზე : H1N1 პანდემიასთან ბრძოლა, ისლამოფობია და ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სამართლებრივი მისაგებლები, იქნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სხდომის უმთავრეს საკითხებს შორის, რომელიც გაიმართება სტრასბურგში (2010 წლის 21-25 ივნისი).
სიტყვით წარსდგებიან “ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის” პრეზიდენტი გიორგე ივანოვი, ხორვატიის პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილო დუკანოვიჩი. გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის ხელმძღვანელი ხორხე სამპაიო დებატების მიმდინარეობისას ისაუბრებს ისლამის, ისლამიზმისა და ისლამოფობიის შესახებ, ფრანგი მსახიობი ფანი არდანი, რომელიც მეურვეობს ევროპის საბჭოს კამპანიას “დოსტა!”, ჩაერთვება დებატებში ბოშა ხალხის მდგომარეობის შესახებ ევროპაში.
“ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის” საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო მილოშოსკი წარმოადგენს ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოს, მინისტრთა კომიტეტის ტრადიციულ კომუნიკაციას ასამბლეისადმი და უპასუხებს პარლამენტართა შეკითხვებს.
სხვა საკითხებს შორისაა დებატები კოსოვოში არსებული მდგომარეობის შესახებ და დებატების სერია დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ევროპაში, ისევე როგორც ანგარიშები მედიაში სექსისტური სტერეოტიპების დაძლევის შესახებ, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ აზერბაიჯანში და ახალგაზრდების თავყრილობების დასაშლელად გამოყენებული ხელსაწყოს, “მოსკიტოს” რეალიზაციისა და გამოყენების აკრძალვის შესახებ.
პრესკონფერენციები და სხვა ღონისძიებები (ახლდება მუდმივად)
დღის წესრიგის პროექტი
დღის წესრიგის საბოლოო ვარიანტს ამტკიცებს ასამბლეა სხდომის გახსნის დღეს.
ორშაბათი, 2010 წლის 21 ივნისი (გახსნა 1130 სთ-ზე)
- პრეზიდენტის განცხადება
- ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის არჩევა უნგრეთთან მიმართებაში
- ხორვატიის პრეზიდენტის, ივო იოსიპოვიჩის გამოსვლა
- მინისტრთა კომიტეტის კომუნიკაცია საპარლამენტო ასამბლეისადმი, წარმოდგენილი “ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის” საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის ანტონიო მილოშოსკის მიერ
- ევროპის საბჭოს ბიუჯეტი და პრიორიტეტები 2011 წლის ფინანსური წლისათვის
- ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ანგარიში წინსვლის შესახებ
სამშაბათი, 22 ივნისი
ოთხშაბათი, 23 ივნისი
ხუთშაბათი, 24 ივნისი
პარასკევი, 25 ივნისი
პრაქტიკული ინფორმაცია
პრესკონფერენციები:
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მევლუთ ჩავუზოღლუს პრესკონფერენცია გაიმართება ორშაბათს, 21 ივნისს, 1045 სთ-ზე 1-ლ დარბაზში. სხვა პრესკონფერენციათა შესახებ შეიტყობთ ადგილზე.
პრესკონფერენციების პირდაპირ ეთერში ხილვა შესაძლებელია აქ. შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს, ასევე, ზოგიერთი სხვა პრესკონფერენციის ჩანაწერები.
სხვა დეტალები: იხილეთ ასამბლეის ვებგვერდი. დამატებითი ინფორმაცია შესაძლოა ასევე მოიძიოთ ევროპის საბჭოს საიტზე აქ. დებატების პირდაპირი ვებტრანსლირება აქ.
სატელევიზიო დაგეგმარების სამსახურებს: საპარლამენტო ასამბლეის უმთავრესი მოვლენების შემაჯამებელი სამაუწყებლო ხარისხის ვიდეომასალა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ აქ, ღონისძიების შემდგომ არა უგვიანეს ორი საათისა.
დაკავშირება: საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება, ტელ. 33 3 88 41 31 93, pace.com@coe.int
აკრედიტაცია: კომუნიკაციის განყოფილება, დანიელე შრაიბერ-სომოზა, danielle.schreiber-somoza@coe.int, ტელ. 33 3 88 41 25 44
ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება
ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge