|
2010 წლის 3 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაასრულა ადამიანის უფლებათა საკითხზე მისი მე - 2 სპეციალური შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობას. ეს-ესაა გამოქვეყნდა უშუალოდ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები 20-მდე საქმესა თუ საქმეთა ჯგუფებზე.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების ბმული გადაწყვეტილებები სხვა საქმეებთან მიმართებაში და დღის წესრიგი ანოტაციების თანხლებით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საქმეზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის შინაარსს, გამოქვეყნდება 2010 წლის 17 ივნისს, წერილობითი პროცედურის შემდგომ. მეტი ინფორმაცია აღსრულების პროცესისა და აღსრულების მეთვალყურეობას დაქვემდებარებულ საქმეებზე არსებული სიტუაციის შესახებ ხელმისაწვდომია მინისტრთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის სპეციალურ ვებგვერდზე, ისევე როგორც მინისტრთა კომიტეტის წლიურ ანგარიშებში მის მიერ აღსრულებაზე განხორციელებული მეთვალყურეობის შესახებ. ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება ტელ: 33 (0)3 88 41 25 60 ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11 pressunit@coe.int www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge
|