პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
20.01.10
ლონდონი და ბერლინი მკაფიოდ უჭერენ მხარს იაგლანდის რეფორმებს

18 და 19 იანვარს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ვიზიტით ეწვია გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიას, სახელმწიფოთა ხელმძღვანელებთან შეხვედრისა და ევროპის სამომავლო პოლიტიკური სტრუქტურის განხილვის მიზნით. ვიზიტები შედგა მის მიერ შემუშავებული წინადადებების უშუალოდ პრეზენტაციამდე წევრ სახელმწიფოთა მთავრობებისადმი, რომელიც გაიმართება ოთხშაბათს, 20 იანვარს, ევროპის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით, რათა ის გახდეს უფრო მოქნილი და ადექვატური ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხად.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანმა დევიდ მილიბენდმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველმა გამოთქვეს აზრი რეფორმის სასწრაფო საჭიროების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ იაგლანდის ძალისხმევას, მიმართულს რეფორმირებისკენ.

ბ-ნ იაგლანდის შეხვედრების დროს მთავრობათა წარმომადგენლებთან, თემთა პალატისა და ბუნდესტაგის წევრებთან, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის დელეგაციათა წევრებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ხაზგასმულ იქნა ევროკავშირის მიერთების საჭიროება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, როგორც სასიცოცხლო ნაბიჯი ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და ერთიანი სამართლებრივი სივრცის ჩამოყალიბებისკენ, სადაც დაცულ იქნება თითოეული ადამიანის უფლება ევროპის მასშტაბით.

აღნიშნული ნაბიჯი განამტკიცებს ასევე ევროპის საბჭოს, როგორც იმგვარი ორგანიზაციის როლს, რომელიც მთელ ევროპას აერთიანებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობათა ძიებაში.

ვიზიტის დასასრულს, გენერალურმა მდივანმა სიტყვით მიმართა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს, ევროპის საბჭოს მნიშვნელობისა და მის წინაშეEარსებულ გამოწვევათა შესახებ.

ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება

ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.