|
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ევროკავშირის ძირითად უფლებათა სააგენტომ მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი პროექტის დეტალების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ ევროკავშირის სამართლისა და სხვა ინსტრუმენტების ცხოვრებაში გატარების ხელშეწყობასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას.
ამ ერთობლივი პროექტის შედეგად შეიქმნება პრეცედენტული სამართლის სახელმძღვანელო ინგლისურ ენაზე, რომელიც ითარგმნება ბულგარულ, ჩეხურ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, პოლონურ, რუმინულ და ესპანურ ენებზე. მასში გაანალიზებულ იქნება დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ უმთავრესი პრინციპები, განვითარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ. სახელმძღვანელო და მასთან დაკავშირებული ელექტრონული სასწავლო მასალები დაურიგდებათ მოსამართლეებს, პროკურორებს, იურისტებსა და სამართალდაცვის სისტემის ოფიციალურ პირებს მთელ რიგ მიზნობრივ სახელმწიფოში და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში. საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის სტეფანო პიედიმონტე (ტელ. 33 (0) 3 90 21 42 04) ან ტრესი ტურნერ-ტრეცი (ტელ. 33 (0) 3 88 41 35 30) კრისტინა პენჩევა-მალინოვსკი (ტელ. 33 (0) 3 88 41 35 70) სელინ მენუ-ლანჯი (ტელ. 33 (0) 3 90 21 58 77) ფრედერიკ დოლტი (ტელ. 33 (0) 3 90 21 53 39) ნინა სალომონი (ტელ. 33 (0) 3 90 21 49 79)
ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება ტელ: 33 (0)3 88 41 25 60 ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11 pressunit@coe.int www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge
|