არაოფიციალური თარგმანი
ფედერალური მრჩეველი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე მიშელინ კალმი-რეი, მ.წ. 16-17 იანვარს ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, რათა განეხილა სხვადასხვა საკითხები ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან რეფორმების სფეროში არსებულ პროგრესზე და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე. ქალბატონმა კალმი-რეიმ გამოხატა კმაყოფილება ამ კონსტრუქციული განხილვების თაობაზე და აღნიშნა, რომ რეფორმებში მიღწეულ წინსვლასთან ერთად უნდა დასრულდეს დაწყებული საქმეც. მან საქართველოს კვლავ დაუდასტურა ევროპის საბჭოს მხარდაჭერა.
საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს და სასჯელაღსრულების სფეროს მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს. იგი აგრეთვე ესაუბრა სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს, სასამართლო სისტემის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
განხილვები წარიმართა ევროპის საბჭოს ინტერესთა სფეროში შემავალ საკითხებზე, რომელთა შორის პრიორიტეტული სახით იმსჯელეს ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობისა და დემოკრატუილი სტრუქტურების მხარდაჭერაზე. შეხვედრების დასასრულს ქალბატონმა კალმი-რეიმ განაცხადა, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების საქმეში. მან მოუწოდა ხელისუფალთ დაასრულონ დარჩენილი საკანონმდებლო შესწორებები, სახელდობრ რაც ეხება უმცირესობათა დაცვას და რეგონული ან უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის ხელმოწერას. მან ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი ადგილობრივი არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიისათვის იყოს თავსუფალი და გამჭვირვალე.
ევროპის საბჭო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტის შედეგებს საქართველოში 2008 წლის ზაფხულის საომარი მოქმედებების შემდგომ. ქ-ნ კალმი-რეი მიესალმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ტომას ჰამარბერგის მისწრაფებასა და წარმატებას, რაც უკანასკნელ თვეებში კონცენტრირებულ იქნა დაკავებულ ან გაუჩუნარებულ პირებზე. მან მოუწოდა თავის მასპინძლებს კვლავაც მხარი დაუჭირონ კომისრის ქმედებას, და ევროპის საბჭოს სახელით ქალბატონმა კალმი-რეიმ შესთავაზა საექსპერტო დახმარება გაუჩინარებულ პირთა მოძიებაში.
კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგი არის ის სხვა წვლილი, რისი შეტანაც შეეძლება ევროპის საბჭოს. და ბოლოს, ფედერალურმა მრჩეველმა მოუწოდა ხელისუფლებას დაასრულოს კონფლიქტის შედეგად აყვანილ ტყვეთა და მსხვერპლთა ნარჩენების ურთიერთგაცვლის პროცესი.
ევროპის საბჭო წარმოდგენილია თავისი ოფისით თბილისში. რეგულარულ ანგარიშებთან ერთად ევროპის საბჭო მხარს უჭერს რიგ პროექტებს საქართველოში, სახელდობრ, სასამართლო სისტემის, სისხლის სამართლისა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სფეროებში. სხვა პროექტები ეხება კონფლიქტის მსხვერპლთა (როგორებიც არიან გადაადგილებული პირები) საჭიროებებს.
ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება
ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int / www.coe.ge