პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
15.01.10
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი კალმი-რეი სამუშაო ვიზიტით ლუბლიანაში, თბილისსა და მოსკოვში

შვეიცარიის აღმასრულებელი ორგანოს, ფედერალური საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის თავმჯდომარე მიშელინ კალმი-რეი პარასკევს გაემგზავრება ლუბლიანაში, რათა გამართოს ორმხრივი შეხვედრა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სამუელ ჟბოგართან. შაბათსა და კვირას, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის რანგში, ის გამართავს შეხვედრებს თბილისში. კვირას მას დაგეგმილი აქვს ასევე სამუშაო შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან მოსკოვში.

ლუბლიანაში ვიზიტი იმართება შვეიცარიასა და სლოვენიას შორის რეგულარული ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში. ორმხრივი თანამშრომლობის გარდა (მაგალითად, შვეიცარიის შემწეობა სლოვენიისადმი ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში), დღის წესრიგი მოიცავს ევროკავშირის სტრატეგიებსა და გაეროს ფარგლებში თანამშრომლობას. მოლაპარაკებები შეეხება აგრეთვე ევროპის საბჭოს, რომლის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა 2009 წლის ნოემბერში შვეიცარიას სლოვენიისგან გადაეცა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, შაბათსა და კვირას ქ-ნი კალმი-რეი გამართავს სამუშაო შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შედეგები წარმოადგენს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მას შემდეგ, რაც 2008 წლის ზაფხულში დაიწყო სამხედრო მოქმედებები.

კვირას საღამოს ქ-ნი კალმი-რეი გამართავს სამუშაო სადილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. მათი მოლაპარაკებები ყურადღებას მიაპყრობს მიმდინარე ორმხრივ თუ საერთაშორისო თემებზე, როგორიცაა შვეიცარიის მიერ რუსეთისა და საქართველოს ინტერესების წარმოდგენა მისთვის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება შვეიცარიის თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში.

დოკუმენტის ბმული შვეიცარიის თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოში

ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება

ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.