პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
03.02.10
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზი პალატის განჩინება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ

არაოფიციალური თარგმანი

დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წერილობით გამოაქვეყნა პალატის განჩინება  საქმეზე - კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ (საჩივრის ¹ 7975/06).

სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევას.

მომჩივნები, კლაუს კილაძე და მისი ძმა იური, დაბადებულები 1926 და 1928 წლებში, არიან საქართველოს მოქალაქეები და ცხოვრობენ თბილისში. იმის გამო, რომ საბჭოთა პერიოდში ისინი გახდნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი, 1998 წელს მათ საჩივრით მიმართეს სასამართლოს  და მოითხოვეს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, რის საფუძველსაც აძლევდათ კანონი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ. ეყრდნობოდნენ რა განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლ მუხლს (საკუთრების დაცვა), ისინი ჩიოდნენ “საკანონმდებლო ვაკუუმის” გამო, რამაც შეაფერხა მათ მიერ ამ კანონით მინიჭებული ეკონომიკური უფლებებით სარგებლობა.
 
1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლით სარგებლობის მიზნით, სამართლიანი დაკმაყოფილების სახით, თითოეულ მომჩივანს მიეკუთვნა 4000 ევრო (მორალური ზიანი), გაწეული ხარჯების დასაფარავად კი 3537 ევრო ორივეს ერთად.

***

სასამართლოს განჩინებები ხელმისაწვდომია მის ინტერნეტ გვერდზე www.echr.coe.int
 
საკონტაქტო ინფორმაცია პრესისთვის

სტეფანო პიედიმონტე  (ტელ: 33 (0) 3 88 41 42 04)
ტრეისი ტურნერ-ტრეცი  (ტელ: 33 (0) 3 88 41 35 30)
პარამი ჩანტალანგსი  (ტელ: 33 (0) 3 88 41 28 30)
კრისტინა პენჩევა-მალინოვსკი (ტელ: 33 (0) 3 88 41 35 70)
სელინ მენუ-ლანგი   (ტელ: 33 (0) 3 90 21 58 77)

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაარსდა 1959 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მიერ, 1950 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სავარაუდო დარღვევათა განხილვის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int / www.coe.ge 


 კონვენციის 43-ე მუხლის თანახმად, პალატის განჩინების გამოტანის დღიდან 3 თვის ვადაში, საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლია ითხოვოს საქმის გადაცემა სასამართლოს 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატისათვის. ასეთ შემთხვევაში, დიდი პალატის კოლეგია, ხუთი მოსამართლის შემადგენლობით, აკმაყოფილებს ამ თხოვნას, თუკი საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან ზოგადი მნიშვნელობის სერიოზულ საკითხს, რა შემთხვევაშიც დიდ პალატას გამოაქვს საბოლოო განჩინება. თუკი საქმე არ წამოჭრის ამგვარ საკითხს ან შეკითხვას, კოლეგია უკუაგდებს თხოვნას, რა დროსაც განჩინება ხდება საბოლოო. სხვა შემთხვევაში, პალატის განჩინებები საბოლოოა სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ან უფრო ადრე, თუკი მხარეები აცხადებენ, რომ ისინი არ ითხოვენ საქმის გადაცემას დიდი პალატისათვის.

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.