პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
01.02.10
2010 წლის 1-7 თებერვალი

2/02, მადრიდი – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი სიტყვით წარსდგება სემინარზე - “ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან მისი მიერთების თვალსაზრისით”, რომელიც ორგანიზებულია ევროკავშირის ესპანეთის თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის ძირითად უფლებათა სააგენტოს მიერ.

2/02, სტრასბურგი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს პალატის 26 განჩინებას საქართველოსთან, იტალიასთან, მოლდოვასთან, პოლონეთთან, რუმინეთთან, ესპანეთთან და თურქეთთან მიმართებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ გვერდი, ტელ. 33 (0)3 90 21 42 04

2/02, სტრასბურგი – რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისია გამოაქვეყნებს მოხსენებებს ალბანეთთან, ავსტრიასთან, ესტონეთთან და გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებაში.

რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისიის ვებგ გვერდი

2-5/02, ჟენევა – ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესი მონაწილეობას მიიღებს რეგიონთა მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის ფორუმში.

ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის ვებ გვერდი, ფორუმის ვებ გვერდი

04/02, ბრიუსელი – ადამიანის უფლებათა კომისრის, ტომას ჰამარბერგის პრეს-კონფერენცია, რომელიც ეძღვნება პერიოდული კვლევითი გამოცემის პრეზენტაციას - “მიგრაციის ცნობა სისხლის სამართლის დანაშაულად ევროპაში: გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ” (1000 სთ, ევროპის საბჭოს ბრიუსელის ოფისი, ტერვურენის გამზირი No. 12).

ადამიანის უფლებათა კომისრის ვებ გვერდი
დაკავშირება: სტეფანო მონტანარი, stefano.montanari@coe.int, მობ: 33 (0)6 61 14 70 37

4/02, სტრასბურგი – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს პალატის 4 განჩინებას გერმანიასთან, ბულგარეთთან და ესტონეთთან მიმართებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ გვერდი, ტელ. 33 (0)3 90 21 42 04

ამ და სხვა ღონისძიებათა შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ინტერნეტ-გვერდი www.coe.int; ან დაუკავშირდით ევროპის საბჭოს პრესის განყოფილებას (pressunit@coe.int.; ტელ: 33 3 88 41 25 60).

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.