პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
08.02.10
ევროპის საბჭო მოუწოდებს, უნარშეზღუდულ ბავშვთა მიმართ დაინერგოს სპეციალურ დაწესებულებებს გარეშე მზრუნველობა

მინისტრთა კომიტეტმა სულ ახლახანს მიიღო დოკუმენტი, რომელიც წევრ სახელმწიფოებს მიმართავს რეკომენდაციით, აღარ მოათავსონ უნარშეზღუდული ბავშვები სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებებში და ნაცვლად ამისა,  უპირატესობა მიანიჭონ მათ ცხოვრებას საზოგადოებაში.

მრავალ ეჭვს იწვევს სპეციალური დაწესებულებების ფარგლებში მზრუნველობის შესაბამისობა ბავშვთა უფლებების განხორციელებასთან. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არცერთი ბავშვი აღარ უნდა მოთავსდეს ამ ტიპის დაწესებულებებში. გარდა ამისა, როგორც ფართომასშტაბიანი პოლიტიკის ნაწილი, ინსტიტუციური მზრუნველობა გონივრულ ვადაში უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში ინტეგრირებაზე დაფუძნებული მომსახურებებით.

მინისტრთა კომიტეტი აცნობიერებს, რომ მოცემული თვალსაზრისით, წევრ სახელმწიფოებში არსებული დონე ერთმანეთისგან ფრიად განსხვავდება და რომ სპეციალურ დაწესებულებებს გარეშე მზრუნველობის დანერგვა არის უწყვეტი და გრძელვადიანი პროცესი. შესაბამისად, დოკუმენტი ხაზს უსვამს გარდამავალი პერიოდის მანძილზე ინსტიტუციური სახის მზრუნველობის ადგილებში უნარშეზღუდული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებათა დაცვის მნიშვნელობას.

დანერგვას საჭიროებს იმგვარი მექანიზმები, რომელთა მეშვეობით, უნარშეზღუდული ბავშვები და მათი ოჯახები ჩაერთვებიან ახლებურ მომსახურებათა შემუშავების პროცესში, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ უმთავრეს მონაწილეებს.

რამდენიმე წელია, ევროპის საბჭო აქტიურად არის ჩართული ბავშვთა უფლებების დაცვასა და ყველა ბავშვის, მათ შორის უნარშეზღუდულთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის აღმოფხვრაში.

საბჭომ შეიმუშავა ათწლიანი გეგმა 2006-2015 წლებისთვის, რომლის მიზანია ძირეული ცვლილებების შეტანა უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ აღქმასა და მათთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებში. უმთავრეს ასპექტს წარმოადგენს უნარშეზღუდულ ბავშვთა უფლებებისა და ღირსების დაცვა და ხელშეწყობა. გარდა ამისა, პროგრამის - ვაშენოთ ევროპა ბავშვებისათვის ბავშვებთან ერთად – ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ბავშვთა დაცვა ძალადობისგან.

მიჩნეულია, რომ ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოში, ხანგრძლივი დანიშნულების სამკურნალო დაწესებულებებში ცხოვრობს რამდენიმე მილიონი უნარშეზღუდული ბავშვი და უფროსი.

რეკომენდაციის სრული ტექსტის ბმული
 
ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება

ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int / www.coe.ge 

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.