|
22-25 თებერვალს საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდამჭერი პროექტის (GEPAC) ფარგლებში, ევროპის საბჭომ, ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს კორუფციის საწინააღმდეგო ფედერალურ ბიუროსთან და საქართველოს მთავრობასთან ერთობლივად, გამართა სემინარი, რომლის მიზანი გახლდათ გამომძიებელთათვის განკუთვნილი სპეციალური ანტიკორუფიული საწვრთნელი პროგრამის შემუშავება.
სემინარს უძღვებოდნენ ეროვნული ექსპერტი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი გიორგი ჯოხაძე და კორუფციის საწინააღმდეგო ფედერალური ბიუროს პრევენციისა და განათლების განყოფილების გამომძიებელი ბ-ნი მიშელ ოსვირკი, რომელმაც, განხილვისა და საქართველოს ეროვნულ კონტექსტთან ადაპტირების მიზნით, მონაწილეთ წარმოუდგინა წარმატებული პრაქტიკული მაგალითები. პროგრამა *** საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდამჭერი პროექტი (GEPAC) მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების უნარიანობის ზრდას კორუფციის საწინააღმდეგოდ მიმართულ ძალისხმევაში, რაც მიიღწევა ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მეშვეობით. ნიდერლანდების განვითარებისთვის თანამშრომლობის სამინისტროს მიერ 700 000 ევროს ოდენობის ნებაყოფლობითი შენატანის საფუძველზე შექმნილი ეს პროექტი ხელს შეუწყობს ტექნიკურ თანამშრომლობას სხვადასხვა სამართალდამცავ და აღმკვეთ უწყებას შორის. პროექტი მიმართულია ხუთი ძირითადი თემისაკენ: - ანტიკორუფციული პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუტების უნარიანობის ამაღლება;
- ანტიკორუფციული გეგმის კოორდინირება და მეთვალყურეობა;
- პირველადი და მეორადი კანონმდებლობის შემუშავება და გაუმჯობესება, რომელიც უკავშირდება კორუფციის აღკვეთასა და მის დანაშაულად შერაცხვას;
- პროკურატურის უნარიანობის ამაღლება განსაკუთრებული მასშტაბის კორუფციული ფაქტების გამოძიებასა და დევნაში;
- საცდელ ღონისძიებათა დანერგვა, როგორც კორუფციის აღმკვეთი საშუალებებისა, ინსტიტუციური უნარებისა და ერთობლივი ქმედების გასაძლიერებლად.
პროექტი GEPAC ფინანსდება ნიდერლანდების განვითარებისთვის თანამშრომლობის სამინისტროს ნებაყოფლობითი შენატანის საფუძველზე. ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება ტელ: 33 (0)3 88 41 25 60 ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11 pressunit@coe.int www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge
|