პომპიდუს ჯგუფი იწყებს ნარკომანიის პრევენციის ევროპული ჯილდოს გათამაშებას 2010 წლისათვის და აცხადებს პროექტების მიღებას.
აღნიშნული რიგით მე-4 ჯილდოს გადაცემა შედგება 3-4 ნოემბერს სტრასბურგში დაგეგმილ მინისტრთა კონფერენციაზე.
პირველად, კონკურსში სამონაწილეოდ მოწვეულია ევროპის საბჭოს 47-ვე წევრი სახელმწიფო. პროექტები უნდა იყოს მოქმედი, ორგანიზებული ახალგაზრდების მიერ, ორიენტირებული ბავშვებსა და ახალგაზრდებზე და რაც შეიძლება მრავალმხრივ ინოვაციური.
გამარჯვებულად დასახელდება სამი ახალგაზრდული პროექტი, რომელთაგან თითოეული მიიღებს ჯილდოს, დიპლომსა და 5000 ევროს ოდენობის ფულად პრემიას.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა პომპიდუს ჯგუფის სამდივნოში გახლავთ 2010 წლის 31 მარტი. ისინი უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: preventionprize2010@coe.int
რას წარმოადგენს ეს კონკურსი ?
2004 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ევროპული ჯილდო ნარკომანიის პრევენციისათვის გადაეცემა სამ ინოვაციურ სახალხო პროექტს, რომელთა სულისჩამდგმელები არიან ახალგაზრდები ახალგაზრდებისავე ინტერესებში.
კონკურსის უმთავრესი მიზანია ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობის ხაზგასმა უკეთესი და უფრო ჯანსაღი გარემოს შექმნის საქმეში ევროპის ყველა თემის სასიკეთოდ.
ჟიური შვიდი ადამიანის შემადგენლობით განსაზღვრავს დაჯილდოების წესებსა და პროცედურას და სათანადოდ იხილავს მოწოდებულ პროექტებს, რის შედეგადაც გამოავლენს ყველაზე ინოვაციურ პროექტებს ნარკომანიის პრევენციის საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის თვალსაზრისით.
როგორ მივმართოთ ?
გულდასმით წაიკითხეთ წესები და პროცედურა.
ჩამოტვირთეთ განაცხადის ელექტრონული ფორმა, ხელმისაწვდომი პომპიდუს ჯგუფის ვებ გვერდზე, ან მის მისაღებად მიმართეთ სამდივნოს ელ-ფოსტით (მიჰყევით ქვემომოცემულ ბმულებს).
შეავსეთ განაცხადის ფორმა ინგლისურად ან ფრანგულად - ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე.
გაუგზავნეთ განაცხადის ფორმა სამდივნოს ელ-ფოსტით.
გაითვალისწინეთ, რომ საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2010 წლის 31 მარტი.
ნებისმიერი შენიშვნითა და შეკითხვით მიმართეთ pompidou.group@coe.int
პომპიდუს ჯგუფის ვებ გვერდი www.coe.int/pompidou
ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება
ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int / www.coe.ge