პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
16.03.10
მრგვალი მაგიდა შიდაეროვნულ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობისა თუ მათი გაჭიანურებული აღსრულების საწინააღმდეგო ზომების შესახებ

თარიღი: 2010 წლის 15-16 მარტი

ადგილი: სტრასბურგი

ორგანიზებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ევროპის საბჭოს დეპარტამენტის მიერ, პროექტის ფარგლებში თემაზე - “შიდაეროვნულ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების წინაშე არსებულ წინაღობათა აღმოფხვრა / შიდაეროვნულ სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა”, რომელიც დაფინანსებულია ადამიანის უფლებათა ნდობის ფონდის მიერ.

აღწერა: გასულ წლებში, სასამართლო გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობა თუ მათი გაჭიანურებული აღსრულება წარმოადგენდა ევროპის მართლმსაჯულების სისტემის უმთავრეს პრობლემას. აღნიშნული გამოვლინდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში და ჯერაც განაპირობებს მრავალი საჩივრის წარდგენას სტრასბურგის სასამართლოში.

ეს მდგომარეობა უკვე დაედო კიდეც საფუძვლად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პილოტურ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც განსაკუთრებულად არის ხაზგასმული მოპასუხე სახელმწიფოთა ვალდებულება, გარკვეულ დროში შეიმუშაონ ესა თუ ის შიდაეროვნული ზომა თუ ზომათა ერთობლიობა.

მრგვალი მაგიდა თემაზე “შიდაეროვნულ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობისა თუ მათი გაჭიანურებული აღსრულების საწინააღმდეგო ეფექტიანი ზომები” მიზნად ისახავს წევრ სახელმწიფოთა გამოცდილების ურთიერთგაზიარებას შიდაეროვნულ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობისა თუ მათი გაჭიანურებული აღსრულების საწინააღმდეგო შიდაეროვნულ ზომებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო, განსაკუთებით ძირეული სტრუქტურული პრობლემების შემთხვევაში.

მონაწილეები იმსჯელებენ აგრეთვე წევრ სახელმწიფოთა გამოცდილების შესახებ სასამართლოს პილოტურ გადაწყვეტილებათა აღსრულებისა და გავლენის მხრივ. დებატები დაეყრდნობა ზოგიერთ სახელმწიფოში განხორციელებულ ან მიმდინარე რეფორმათა შედარებით ანალიზს. ეს ანალიზი კერძოდ ასახულია მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციებსა და მემორანდუმში, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლოს გადაწყვეტილებათა განხორციელებაზე მეთვალყურეობის კონტექსტში, ისევე როგორც მინისტრთა კომიტეტის სხვა შესაბამის რეკომენდაციებში.

მრგვალი მაგიდა თავს მოუყრის მაღალ წარმომადგენლობით პირებს ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბოსნიიდან და ჰერცეგოვინიდან, ხორვატიიდან, საბერძნეთიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან, სერბეთიდან და უკრაინიდან.

პრაქტიკული ინფორმაცია: შეხვედრა დახურულია ჟურნალისტებისთვის.  დამატებითი ინფორმაციისათვის: pressunit@coe.int; ტელ: 33 (0) 3 88 41 25 60

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.