კონგრესის მე-18 სესია: მთავარ თემებს შორისაა ადამიანის უფლებები ადგილობრივ დონეზე, კლიმატური ცვლილებები და ევროხმელთაშუა ზღვისპირა დიალოგი
17-19 მარტი, სტრასბურგი – მე-18 პლენარული სხდომის მთავარ თემებს შორისაა კონგრესის გენერალური მდივნის არჩევნები და დებატები ტერიტორიული ერთეულების როლის შესახებ ადამიანის უფლებათა განხორციელების საქმეში, კლიმატური ცვლილებების შესახებ კოპენჰაგენის კონფერენციის შედეგები ქალაქებსა და რეგიონებზე, ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონული და ადგილობრივი ასამბლეის (ARLEM) დაარსება, ისევე როგორც გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილობრივ დონეზე. კონგრესი განიხილავს ასევე მოხსენებებს ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ისლანდიაში, პორტუგალიასა და შვეიცარიაში, მუნიციპალურ არჩევნებზე დაკვირვების საკითხს აზერბაიჯანში, ისევე როგორც უმცირესობათა ენების, რეგიონთაშორისი ტრანსპორტისა და წარმატებული ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის შესახებ უტრეხტის დეკლარაციის საკითხებს.
ოთხშაბათს, 17 მარტს 1000 სთ-ზე კონგრესის მოქმედი პრეზიდენტი იან მიკალეფი გამართავს პრეს-კონფერენციას ევროპის სასახლის 1-ლ დარბაზში.
სესიის მთლიანი მიმდინარეობა გადაიცემა ინტერნეტით კონგრესის ვებ გვერდზე
დამატებითი ინფორმაცია, სპეციალური ფაილი
დაკავშირება: congress.com@coe.int, ტელ: 33 (0)3 90 21 52 40
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში
15-18 მარტი, ასტანა, ალმაატა (ყაზახეთი)
საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი, დაკავშირება საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება ტელ. 33 (0)3 88 41 31 93
და ასევე ...
15-16/03, სტრასბურგი – მრგვალი მაგიდა შიდაეროვნულ სასამართლო გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობის ან აღსრულების დაგვიანების აღკვეთის ეფექტიანი საშუალებების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებათა აღსრულების ვებგვერდი
16/03, სტრასბურგი – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს პალატის 24 გადაწყვეტილებას სომხეთთან, ხორვატიასთან, იტალიასთან, პორტუგალიასთან, რუმინეთთან, თურქეთთან და გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდი, ტელ. 33 (0)3 90 21 42 04
16/03, პარიზი – საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უნდა მიიღოს ანდრეას გროსის მოხსენება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ. დაგეგმილია ასევე სერჰი ჰოლოვატის მოხსენების მიღება დამატებითი საერთაშორისო სამართლებრივი ნაბიჯების საჭიროების შესახებ საზღვაო მეკობრეობის აღსაკვეთად და მარიეტა დე პურბე-ლუნდინისა “სექსუალურ მოძალადეთა საერთოევროპული აღნუსხვის შესახებ”.
დღის წესრიგის პროექტი;
საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი, დაკავშირება საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება ტელ. 33 (0)3 88 41 31 93
17/03, პარიზი – საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს მოხსენება მონტენეგროს მიერ აღებულ ვალდებულებათა აღსრულების შესახებ და მოხსენება ბულგარეთთან მეთვალყურეობის შემდგომ წარმოებული დიალოგის შესახებ. კომიტეტის წევრები გამართავენ ასევე აზრთა ურთიერთგაცვლას დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.
დღის წესრიგის პროექტი
საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი, დაკავშირება საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება ტელ. 33 (0)3 88 41 31 93
18/03, პარიზი – საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტი განიხილავს ზოგიერთ გამოწვევას, რომელთაც აწყდებიან ევროპული სახელმწიფოები, მათ შორისაა პოლიტიკური ექსტრემიზმის ზრდა, ბრძოლა საზღვაო მეკობრეობასთან, მდგომარეობა კოსოვოში* და ურთიერთობები ბელორუსთან. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იიაგლანდი დაესწრება დებატების გარკვეულ ნაწილს და კომიტეტის შიგნით გამართავს აზრთა ურთიერთგაცვლას საერთო დაინტერესების პრიორიტეტულ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა ლისაბონის ხელშეკრულების გავლენა ევროპის საბჭოზე და ორგანიზაციის როლი კონფლიქტის პრევენციის საქმეში.
*ნებისმიერი მითითება კოსოვოზე, დაკავშირებული მის ტერიტორიასთან, ინსტიტუტებთან თუ მოსახლეობასთან, გაგებულ უნდა იქნეს გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციასთან სრულ შესაბამისობაში და მისი სტატუსისადმი ზიანის მიუყენებლად.
დღის წესრიგის პროექტი
საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი, დაკავშირება საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება ტელ. 33 (0)3 88 41 31 93
18/03, სტრასბურგი – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს პალატის 9 გადაწყვეტილებას ავსტრიასთან, ბულგარეთთან, საბერძნეთთან და რუსეთთან მიმართებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდი, ტელ. 33 (0)3 90 21 42 04
18/03, პარიზი – საპარლამენტო ასამბლეის ad hoc ქვეკომიტეტი იმსჯელებს ბელორუსში არსებული მდგომარეობის შესახებ შემუშავებული 1671 (2009) რეზოლუციის შესახებ.
საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდი, დაკავშირება საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება ტელ. 33 (0)3 88 41 31 93
21/03 – დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე
სპეციალური ფაილი
ამ და სხვა ღონისძიებათა შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ინტერნეტ-გვერდი www.coe.int; ან დაუკავშირდით ევროპის საბჭოს პრესის განყოფილებას (pressunit@coe.int.; ტელ: 33 3 88 41 25 60).