ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მიერ 20 იანვარს შემოთავაზებული წინადადება ევროპის საბჭოს რეფორმირების შესახებ ერთხმად იქნა გაზიარებული მინისტრთა კომიტეტის მიერ.
“მოვიდა ახალი დროება და პოლიტიკური ლანდშაფტიც იცვლება”, განაცხადა გენერალურმა მდივანმა, როდესაც ევროპის საბჭოს მომავლის შესახებ მისეულ ხედვას წარმოუდგენდა ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს.
“ევროპა კიდევ ერთხელ მიადგა გზაჯვარედინს, ასევეა ევროპის საბჭოც”, განაცხადა მან.
იაგლანდმა წარმოაჩინა საკუთარი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროპის საბჭოს, როგორც პოლიტიკური ორგანოსა და ინოვაციური, მოქნილი ორგანიზაციის გააქტიურებას, მჭიდრო კავშირში საკუთარ თანამშრომლებთან და ორგანიზაციის სხვა მონაწილეებთან, რაც გაზრდის მის თვალსაჩინოებასა და ადექვატურობას ევროპის მოქალაქეების სასარგებლოდ.
“რეფორმის ზოგიერთი ნაწილი სასწრაფო ხორცშესხმას საჭიროებს, სხვები კი მეტ დროს მოითხოვს”, განაცხადა გენერალურმა მდივანმა, “მუშაობა კი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს”, განაცხადა მან. ორგანიზაციამ ყურადღება უნდა მიმართოს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც შეირჩევა დამატებითი ღირებულების პერსპექტივისა და შედარებითი უპირატესობის გამო.
იაგლანდის პოზიტიური ხედვა, სრულად აამოქმედოს ევროპის საბჭოს შესაძლებლობები – სახე უცვალოს მისი საქმიანობის ძირითად აქცენტებს და განამტკიცოს მისი პოლიტიკური როლი მიზანსწრაფული ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთგაროვნების წყალობით – ერთხმად იქნა გაზიარებული მინისტრთა კომიტეტის მიერ.
***
გენერალური მდივანი გამართავს პრეს-კონფერენციას საპარლამენტო ასამბლეის მოახლოებულ სესიაზე და წარმოადგენს რეფორმის მისეულ გეგმას ევროპის სასახლეში, ორგანიზაციის მთავარ შენობაში ორშაბათს, 25 იანვარს, 1700 სთ-ზე, 1-ლ დარბაზში.
ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება
ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int / www.coe.ge