პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
26.01.10
საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა მევლუთ ჩავუშოღლუ თურქეთიდან

გუშინ, 25 იანვარს, პლენარულ სესიის (25-29 იანვარი) გახსნით სხდომაზე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს 318 წევრიანმა საპარლამენტო ასამბლეამ თავის ახალ პრეზიდენტად აირჩია მევლუთ ჩავუშოღლუ (თურქეთი). ბ-მა ჩავუშოღლუმ შეცვალა ბ-ნი ლუის მარია დე პუჩი (ესპანეთი) და ამგვარად გახდა ასამბლეის 25-ე პრეზიდენტი. ის გახლავთ ამ თანამდებობაზე დანიშნული პირველი თურქი, მას შემდეგ რაც 1949 წელს თურქეთი გაწევრიანდა ევროპის საბჭოში.

“მე ვარ ქვეყნიდან, რომელიც ამაყობს, რომ ორი ათასწლეულია წარმოადგენს კონტინენტებს შორის დამაკავშირებელ ხიდს”, განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში წარმოთქმულ პირველ სიტყვაში. “მსურს, ამგვარი პოლიტიკური ხედვა ავიყვანო ახალ საფეხურზე და ჩემი საქმიანობით შევეხიდო ევროპის ხალხებს ყინულოვან არქტიკასა თუ ანტალიის ზომიერი კლიმატის სანაპიროებზე”.

მან შენიშნა, რომ საზოგადოების წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მზარდი შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია. “შემწყნარებლობის მიღწევა მნიშვნელოვან ევროპულ მიზნად რჩება, რაც არ შეიძლება განზე გადავდოთ. საჭიროა განახლებული ტემპებითა და ძალით ბრძოლა მცდარი გამყოფი ხაზების გაჩენასთან, სხვათა შესახებ მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებასთან და განსხვავებათა მიმართ უპატივცემულობასთან. ბარიერების დანგრევა თავდაპირველად ჩვენსავე აზროვნებაში გვმართებს. თუკი ამას არ გავაკეთებთ, ვერ მივაღწევთ ჭეშმარიტ თავისუფლებას”, განაცხადა მან.

“ჩვენი საერთო ევროპული სახლის საძირკველი უნდა აშენდეს ღია საზოგადოებაზე, რომელიც დაეფუძნება პატივისცემას განსხვავებულობის მიმართ და არა გარიყვას, დისკრიმინაციას, შიშსა და ზიზღს. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ რასიზმი, ქსენოფობია, ანტისემიტიზმი, ისლამოფობია და ყველა სხვა მსგავსი ფობია, რასაც მივყავართ დისკრიმინაციასთან და შეუწყნარებლობასთან”.

ასამბლეის თავმჯდომარის როლში დასახულ სხვა პრიორიტეტებს შორის, ბ-ნი ჩავუშოღლუ შეეხო ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლას და თანამშრომლობის ახალის გზების შენებას, მათ შორის ევროკავშირის მიერთებას ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

მან მოუწოდა საპარლამენტო ასამბლეასაც, იბრძოლოს ევროპული იდეალისთვის, რათა ყველამ შეძლოს ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და ამასთან დაკავშირებით, კვლავ აღნიშნა ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან თანამშრომლობა საუცხოო შესაძლებლობებს ქმნის იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა მოხდეს 47 სახელმწიფოს გამაერთიანებელი ორგანიზაციის აქტუალობისა და ეფექტიანობის ამაღლება და მიღწეულ იქნეს სათანადო რეფორმა.

დასკვნის სახით, ბ-მა ჩავუშოღლუმ დადო პირობა, რომ მთელ ევროპის კონტინენტზე დაიაცავს საპარლამენტო ასამბლეის ინტერესებს.

პოლიტიკოსი და ეკონომისტი, მევლუთ ჩავუშოღლუ 2002 წლიდან გახლავთ თურქეთის პარლამენტის წევრი ანტალიის მხარიდან. მას აქვს საერთაშორისო დონეზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ასამბლეაში. ის იყო საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და თურქეთის დელეგაციის თავმჯდომარე (2007-2010), მიგრაციის, ლტოლვილთა და მოსახლეობის კომიტეტის თავმჯდომარე (2006-8), 2009 წლიდან კი ევროპის დემოკრატიული ჯგუფის მეორე ვიცე-თავმჯდომარე. ბ-ნი ჩავუშოღლუ გახლავთ თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) დამფუძნებელი წევრი და პარტიიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ვიცე-თავმჯდომარე.

ბატონი მევლუთ ჩავუშოღლუ დაიბადა თურქეთის ქალაქ ალანიაში 1968 წლის 5 თებერვალს, ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
 
ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. რეგლამენტის თანახმად, შესაძლებელია პრეზიდენტის ერთწლიანი მანდატის ერთხელ გაგრძელება.

საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკაციის განყოფილება

ტელ: 33 (0)3 88 41 31 93
ფაქსი: 33 (0)3 90 21 41 34
pace.com@coe.int
assembly.coe.int

ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება

ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int / www.coe.ge 

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.