პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
23.02.10
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუზოღლუ მხურვალედ მიესალმება რუსეთის მიერ მე-14 ოქმის რატიფიცირებას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუზოღლუ მხურვალედ მიესალმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 ოქმის რატიფიცირებას რუსეთის მიერ. “ეს რატიფიცირება უფრო მეტად განამტკიცებს თითოეული ინდივიდის ძირითად უფლებათა დაცულობას ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში”, განაცხადა მან.

“რუსეთის ხელისუფლება გვიგზავნის უტყუარ შეტყობინებას. უპირველეს ყოვლისა, რატიფიცირება გამოხატავს მის ნებას, მოგვევლინოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ ორგანიზაციაში. ის გვიჩვენებს, რომ რუსეთი მყარად ერთგულებს ევროპის საბჭოს ფასეულობებსა და დაცვის მექანიზმებს და ასევე, ის ხელს უწყობს რუსეთის სასამართლოებს, რათა მათ თავიანთ განჩინებებში გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი”, განაცხადა პრეზიდენტმა.

“რუსეთის მიერ ოქმის რატიფიცირება შესაძლებელს გახდის ასევე მე-14 ოქმის ძალაში შესვლას, რაც, თავის მხრივ, სტრასბურგის მხრიდან უზრუნველყოფს სამართლებრივ საფუძველს ევროკავშირის მისაერთებლად ევროპულ კონვენციასთან. და ბოლოს, მოკლე ხანში სასამართლოს შეეძლება, უფრო სწრაფად განიხილოს დაგროვილი საჩივრები, რაც წარმოადგენს კიდეც ოქმის მთავარ მიზანს”, დასძინა მან.

“როგორც საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი, არ დავზოგავ ძალისხმევას, რათა დავაჩქარო ევროპის საბჭოსა და რუსეთს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა ნებისმიერ სხვა სფეროში, სადაც ჩვენ ორგანიზაციას შეუძლია პოლიტიკური მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების გაწევა”, დაასკვნა მან.

ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება
ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int / www.coe.ge 

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.