პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
16.02.10
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მომავალი - 47 წევრი სახელმწიფოს მინისტრები იკრიბებიან ქალაქ ინტერლაკენში (შვეიცარია)

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მომავალი მიიპყრობს ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს შესაბამის მინისტრთა ყურადღებას 18-19 თებერვალს დაგეგმილ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ინტერლაკენის კაზინო “კურსაალში”.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შვეიცარიის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, დაადასტუროს წევრ სახელმწიფოთა მიერ აღებული ვალდებულება ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ და მათი მიზანსწრაფვა, მიმართული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის, დაცვის მექანიზმის ამ სასიცოცხლო ერთეულისთვის, იმგვარი პირობების შექმნისკენ, რაც საშუალებას მისცემს მას, გაუმკლავდეს განაცხადების მზარდ რაოდენობას.

მინისტრები იმსჯელებენ სასამართლოს გრძელვადიანი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფი რეფორმების, ისევე როგორც იმ საშუალებების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს განჩინებათა აღსრულებაზე მეთვალყურეობასა და ადამიანის უფლებათა დაცულობას ეროვნულ დონეზე.

ხუთშაბათს, 18 თებერვალს, 1500 სთ-ზე კონფერენციას გახსნიან მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რასაც მოჰყვება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, საპარლამენტო ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტების, ისევე როგორც ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიმართვები. ამის შემდეგ, სიტყვა გადაეცემათ ეროვნულ დელეგაციათა თავმჯდომარეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ინტერლაკენის დეკლარაციისა და რეფორმის სამოქმედო გეგმის მიღება შედგება პარასკევს, 19 თებერვალს.

შენიშვნა გამომცემელთათვის

შესავალი სხდომა ღიაა ჟურნალისტებისთვის.

გუნდურ ფოტოს გადაიღებენ ხუთშაბათს, 18 თებერვალს 810 სთ-ზე სასტუმროში “Grand Hotel Victoria Jungfrau”.
პრესკონფერენცია შედგება პარასკევს 19 თებერვალს 1400 სთ-ზე ინტერლაკენის კაზინო “კურსაალში”.
ინტერვიუების დანიშვნა, უმთავრესად შესვენებების პერიოდში, შესაძლებელია ადგილზე.
მოთხოვნები აკრედიტაციის შესახებ უნდა გაიგზავნოს ელ-მისამართზე info@eda.admin.ch

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:

ევროპის საბჭო:
ანრიეტ ჟირარი, პრესის თანამშრომელი, ტელ. 33 (0) 3 88 41 21 41, მობ. 33 (0) 6 75 65 03 39, henriette.girard@coe.int

შვეიცარიის თავმჯდომარეობაში:
ნადინ ოლივიერი
, პრესსპიკერი, ტელ. 41 (0) 79 763 96 43,
nadine.olivieri@eda.admin.ch
ლინდა შეპარდი, კომუნიკაციის თანამშრომელი, ტელ. 41 (0)79 544 48 16,
linda.shepard@eda.admin.ch

ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება
ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int / www.coe.ge 

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.