პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
16.02.10
გენარალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი : “ევროკავშირის მიერთება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან იქნება ისტორიული მნიშვნელობის სიახლე”

“ევროკავშირის მიერთება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან იქნება ისტორიული მნიშვნელობის სიახლე ევროპის მასშტაბით დემოკრატიული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში არსებულ თანამშრომლობაში”, განაცხადა დღეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა უმთავრესი გამომსვლელის რანგში მიმართვისას ბრიუსელში, ევროპული სტრატეგიის ცენტრში (EPC) მიმდინარე ბრიფინგზე სტრატეგიის შესახებ, რომელიც გაიმართა თემაზე: “ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცება ევროპაში”.

“ის რაც თანდათან თვალსაჩინო ხდება, ესაა მთლიანი კონტინენტის მომცველი ახალი სივრცე დიალოგის, თანამშრომლობისა და ურთიერთქმედებისათვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. ევროკავშირი გლობალური მოთამაშე გახლავთ და მისი უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენის წყალობით, კვლავაც განაგრძობს ამ პროცესში წამყვანი როლის თამაშს. კონვენციასთან მისი მიერთება არათუ შეამცირებს მის მნიშვნელობასა და გავლენას, არამედ პირიქით. ევროპაში ყველას მიერ მიღებული წესების აღიარებით, ის უფრო მეტად განამტკიცებს საკუთარ ლეგიტიმურობასა და დარწმუნების ძალას” - განაცხადა იაგლანდმა.

გენერალური მდივანი ბრიუსელში იმყოფება შეხვედრების გამართვის მიზნით ევროკავშირის ახალ კომისრებთან, ვივიან რედინგთან (ვიცე-პრეზიდენტი, მართლმსაჯულების, ძირითადი უფლებებისა  და მოქალაქეობის საკითხებში კომისარი) და სესილია მალსტრიომთან (ოჯახურ საქმეთა კომისარი), რათა მომზადდეს ევროკავშირის სამომავლო მიერთება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

დღეს, ტორბიორნ იგლანდი შეხვედრას გამართავს ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან.

დაკავშირება ჟურნალისტებისთვის: ჯუზეპე ჟაფუტო, პრესის თანამშრომელი, ტელ. 33 6 86 32 10 24

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ გენერალური მდივნის ვებ გვერდს.
 
ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება
ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
pressunit@coe.int
www.coe.int

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int / www.coe.ge 

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.