პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში

ი.ჭავჭავაძის გამზ. II ჩიხი, 3ა კორპუსი, 0179 თბილისი
ტელ.: 91 38 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 38 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

   
47 წევრი ქვეყანა:

ალბანეთი

ანდორა
სომხეთი
ავსტრია
აზერბაიჯანი
ბელგია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
იტალია
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სან-მარინო
სერბია
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
"ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია"
თურქეთი
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
22.02.10
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

ახლახანს, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის კომიტეტმა გამართა 11 დღიანი ვიზიტი საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც დაიწყო 2010 წლის 5 თებერვალს, გახლდათ რიგით მე-4 კომიტეტისათვის.

ვიზიტის მსვლელობისას დელეგაციამ შეაფასა 2007 წელს განხორციელებული ბოლო ვიზიტის შედგომი წინსვლა და ის, თუ რამდენად იქნა გათვალისწინებული კომიტეტის რეკომენდაციები, განსაკუთრებით პოლიციის პირველადი დაკავების დაწესებულებებთან, პატიმრობასთან და ფსიქიატრიასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დელეგაციამ საქართველოში პირველად მოინახულა სოციალური ზრუნვის დაწესებულება.

ვიზიტის ფარგლებში წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციამ გამართა კონსულტაციები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრთან ხათუნა კალმახელიძესთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან თინათინ ბურჯალიანთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ეკატერინე ზღულაძესთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ირაკლი გიორგობიანთან და ხელისუფლების სხვა მაღალ ოფიციალურ პირებთან. ის შეხვდა ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს ტატა ხუნწარიას და პრევენციისა და მეთვალყურეობის ხელმძღვანელს ნათია იმნაძეს. გარდა ამისა, გაიმართა დებატები კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციამ წინასწარი შეფასებები წარმოუდგინა საქართველოს ხელისუფლებას.

ვიზიტი შედგა წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრთა შემდეგი შემადგენლობით :

  • ტიმ დალტონი (ირლანდიელი), დელეგაციის ხელმძღვანელი
  • ჰარიტინი დიპლა (ბერძენი)
  • ლატიფ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანელი)
  • მარზენა კსელი (პოლონელი)
  • მარკ ნევე (ბელგიელი)
  • ჟან-პიერ რესტელინი (შვეიცარიელი).

მათ ეხმარებოდნენ პეტია ნესტოროვა (განყოფილების ხელმძღვანელი) და იზაბელ სერვოზ-გალუჩი კომიტეტის სამდივნოდან, ისევე როგორც ექსპერტი ფსიქიატრი კატრინ პოლე, ბომეტის ციხის (მარსელი, სარფანგეთი) რეგიონული სამედიცინო და ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი.

დელეგაციამ მოინახულა შემდეგი დაწესებულებები :

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებები :

  • დროებითი დაკავების იზოლატორი, ქუთაისი
  • დროებითი დაკავების იზოლატორი, მცხეთა
  • დროებითი დაკავების N. 1 იზოლატორი, თბილისი
  • დროებითი დაკავების N. 2 იზოლატორი, თბილისი
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონული განყოფილება, თბილისი
  • თბილისის აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის დაკავების განყოფილება
  • წინასწარი დაკავების იზოლატორი, ზესტაფონი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებები :

  • სასჯელაღსრულების დაწესებულება N. 7 ქსანში
  • სასჯელაღსრულების დაწესებულება N. 8 გეგუთში
  • N. 7 ციხე თბილისში
  • N. 8 ციხე გლდანში (თბილისი)
  • პატიმართა სამედიცინო დაწესებულება, გლდანი (თბილისი)

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებები:

  • ასათიანის ფსიქიატრიული ისტიტუტი, თბილისი
  • ფსიქიკურად და ფიზიკურად უნარშეზღუდულთა დაწესებულება, ძევრი
     
    ევროპის საბჭოს კომუნიკაციის განყოფილება
    ტელ: 33 (0)3 88 41 25 60
    ფაქსი: 33 (0)3 88 41 39 11
    pressunit@coe.int
    www.coe.int

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int / www.coe.ge 

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2007 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.