სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება საქართველოში
პროგრამის მე-2 კომპონენტი, საქართველოს სახალხო დამცველის შესაძლებლობათა გაუმჯობესება
ომბუცმენის ინსტიტუტებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არასასამართლო პრაქტიკის გამოყენებით, ნაკლებ ფორმალიზებული მექანიზმით შეუძლიათ შეასრულონ სასიცოცხლო როლი იმ ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ თავიანთ სავარაუდოდ დარღვეულ უფლებათა აღდგენა. ომბუდსმენები გვევლინებიან ასევე შუამავლის როლში ინდივიდებსა და სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის და შესწევთ უნარი, ეროვნული ხელისუფლების ორგანოთა ყურადღება მიაპყრონ სისტემატური დარღვევებისადმი.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული და ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული პროგრამის კომპონენტი - საქართველოს სახალხო დამცველის შესაძლებლობათა გაუმჯობესება, მიზნად ისახავს საქართველოს სახალხო დამცველის შესაძლებლობათა გაუმჯობესებას ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენებისა და საჩივრების ეფექტიანი განხილვის მიზნით. ის არის ნაწილი უფრო მასშტაბური პროგრამისა, რომლის მიზანია საქართველოში სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და ემყარება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - ადამიანის უფლებათა კულტურის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და უკრაინაში - მიღწევებს.
პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას:
პირველი მიმართულება მიზნად ისახავს ომბუცმენის ინსტიტუტის სამოქმედო შესაძლებლობის გაზრდას ამგვარი ინსტიტუტებისათვის მოქმედი ევროპული სტანდარტების თანახმად. პირველ რიგში, ამ უწყების იურიდიული შტატისათვის უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ევროპის საბჭოს სხვა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების ინტენსიური სწავლება. ხელმისაწვდომი იქნება ასევე შესაბამისი დოკუმენტაცია ადამიანის უფლებების სფეროში. მეორე მხრივ, ამ უწყების იურისტებს გაეწევათ მიზნობრივი დახმარება, მიმართული გამოძიების, საქმის მომზადებისა და მოხსენების უნარის ასამაღლებლად. გარდა ამისა, ორგანიზება გაეწევა საწვრთნელ ვიზიტებს იურისტებისათვის ევროპის საბჭოსა და ომბუცმენის სხვა ევროპულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ორგანოებში. სავარაუდოდ, აღნიშნული ღონისძიებები აამაღლებს ომბუცმენის ინსტიტუტის იურიდიული შტატის თანამშრომელთა ცოდნას ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ევროპის საბჭოს უმთავრესი ხელშეკრულებების, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიმართ და ასევე გააადვილებს გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის ურთიერთგაცვლას ომბუცმენის სხვა ევროპულ ინსტიტუტებთან.
მეორე მიმართულების მიზანია ომბუცმენის ინსტიტუტის შესაძლებლობების გაზრდა სპეციფიკური ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით და უნარშეზღუდული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის დაძლევა. უზრუნველყოფილი იქნება საწვრთნელი პროგრამები უნარშეზღუდულ ადამიანებთან მიმართებაში არსებული ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების სფეროში, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის დასკვნების შესახებ. ეს კი ხელს შეუწყობს ომბუცმენის ინსტიტუტის შესაძლებლობის გაზრდას, აღნიშნული სტანდარტებით ისარგებლოს მისთვის მიწოდებულ საჩივრებში, ინსპექტირებისას და მასთან შეხებაში მყოფი საზოგადოების მიმართ. ტრეინინგი ასევე ხელს შეუწყობს პერსონალს, აიმაღლოს სამოქმედო უნარჩვევები დახურული ტიპის ინსტიტუტების მონიტორინგში და უნარშეზღუდულ ადამიანებთან სათანადო მოპყრობაში. გარდა ამისა, ის ხელს შეუწყობს ამ ინსტიტუტის შესაძლებლობის გაზრდას, გაუწიოს კვალიფიციური რჩევა მთავრობას ყველა საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია უნარშეზღუდულ ადამიანთა უფლებების გამყარებასა და დაცვასთან.
აღნიშნული პროგრამის საკონტაქტო პირები:
- ?სტრასბურგში, საფრანგეთი:
ქალბატონი კლემენტინა ბარბარო,
სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა შესაძლებლობის განვითარების განყოფილებაში ერთეულის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და სამართლებრივ საქმეთა გენერალური დირექტორატი,
ტელ.:+33 3 90 21 48 99,
ფაქსი.:33 3 88 41 27 36,
ელ-ფოსტა: clementina.barbaro@coe.int; - თბილისში, საქართველო:
ქალბატონი ნატალია ლომოური,
ევროპის საბჭოს პროგრამის "საქართველოს სახალხო დამცველის შესაძლებლობათა გაუმჯობესება" კომპონენტის პროექტის ოფიცერი, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი,
ტელ.:+ 995 32 23 09 89,
მობ.:+ 995 77 57 32 32,
ელ-ფოსტა natalia.lomouri@coe.int






