თემატური ფაილები

ევროპის საბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობის პროგრამა

კვირის მიმოხილვა

ჟურნალისტებისათვის

მულტიმედია

აუდიო-ვიდეო კატალოგი

პრაქტიკული ინფორმაცია
სხვა ორგანიზაციები
აბრევიატურები
ბმულები
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტერმინთა ლექსიკონი
ევროპული ორგანიზაციები: მსგავსება და სხვაობა
სამოქალაქო საზოგადოება
სექტემბერი 2010
ორ. სამ. ოთხ. ხუთ. პარ. შაბ. კვ. 
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

 ევროპის საბჭო 60 წლისაა
2009 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები

ღონისძიებები:

  • 27 აპრილი (სტრასბურგი): საპარლამენტო ასამბლეამ 12:45 საათზე ჩაატარა საზეიმო ცერემონია, რომლის დროსაც ნაჩვენები იქნა ვიდეოფირები საპარლამენტო ასამბლეაში წარმოთქმული ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოსვლების ნაწყვეტებით. საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ “Zythos” – სასულე კვარტეტმა სტრასბურგის კონსერვატორიიდან _ შეასრულა ევროპის ჰიმნს.
  • 12 მაისი (მადრიდი): მინისტრთა კომიტეტის 119-ე სხდომა _ დეკლარაცია.
  • 16 მაისი (სტრასბურგი): “მუზეუმების ღამე” - ევროპის საბჭო საღამოს კარს გაუღებს საზოგადოებას, რათა გააცნოს წევრი სახელმწიფოების მიერ შემოწირული ხელოვნების ნიმუშები. ეს საღამო მოეწყობა “მუზეუმების ღამე” _ კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების ყოველწლიური ღონისძიების – პარალელურად. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მუზეუმები საზოგადოებისთვის ღამის პირველ საათამდეა ღია.
  • ივნისი (სტრასბურგი – თარიღი დასადგენია): არასამთავრობო ორგანიზაციების სავარაუდო შეხვედრას მადრიდში ჩატარებული მინისტრთა კონფერენციის საკითხების განსახილველად მე-60 წლისთავის აღნიშვნის მიზნით დაესწრება სამოქალაქო საზოგადოება.
  • 22-26 ივნისი (სტრასბურგი): საპარლამენტო ასამბლეის პირველი “ადამიანის უფლებათა დაცვისთვის პრიზის” მინიჭება და მადრიდში მიღებული დასკვნების განხილვა.
  • 20 სექტემბერი (სტრასბურგი): ღია კარი ადამიანის უფლებათა შენობაში ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში.
  • სექტემბერი (სტრასბურგი – თარიღი დასადგენია): საპარლამენტო ასამბლეაში 1 ოქტომბერს ჩასატარებელ საზეიმო ღონისძიებამდე ევროპის საბჭოს შეუძლია გამართოს “მინი კონფერენცია” აკადემიური და სამეცნიერო სფეროების წარმომადგენელთა მონაწილეობით მადრიდში მიღებული საბოლოო დოკუმენტის განხილვის მიზნით.
  • 1 ოქტომბერი (სტრასბურგი): საზეიმო ინსტიტუციური ღონისძიება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში.
  • ასევე: ჯილდოების მინიჭება 10-18 წლის ახალგაზრდებს შორის (ეროვნულ დონეზე) ესეების წერაში კონკურსის ფარგლებში. კანდიდატებს სთხოვენ, დაწერონ ესე, რომელიც პასუხობს კითხვასL”როგორი წარმოგიდგენიათ ევროპის მომავალი მოქალაქე?” ესე არ უნდა იყოს 1000 სიტყვაზე მეტი. წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ, რომელ ენაზე და რა ფორმით უნდა იქნეს ესეები წარმოდგენილი, და სავარაუდოდ საპარლამენტო ასამბლეისა და კონგრესის წევრთაგან შემდგარი ეროვნული ჟიური შეარჩევს ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებულ ესეს 47 წევრი სახელმწიფოდან თითოეულისათვის. ყველა გამარჯვებულს გადაეცემა ევროპის საბჭოს დიპლომი და იგი მიწვეული იქნება 1 ოქტომბერს მე-60 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ცერემონიაზე ამ დიპლომის მისაღებად.

სხვა ღონისძიებები:

  • წევრ სახელმწიფოებში დაგეგმილია მე-60 წლისთავის აღსანიშნავი ეროვნული მასშტაბის სხვადასხვა ღონისძიება. ამის მაგალითებია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში (5 მაისი) დაგეგმილი ღონისძიებები, ვარშავის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა: საპატიო სტუმარი ევროპის საბჭოდან, დიდი სტენდის ჩათვლით.
  • ევროპის საბჭოს სხვადასხვა ქვედანაყოფი, მათ შორის საინფორმაციო ბიუროები, გაავრცელებენ მასალებს მე-60 წლისთავის აღნიშვნის გასაშუქებლად.

დოკუმენტები/ თვალსაჩინო მასალები:

  • ვირტუალური ვიზიტი და მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი ვებგვერდი 5 მაისს გაიხსნა
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ვებგვერდის გახსნა
  • DVD ტელევიზიის ჟურნალისტებისათვის
  • თვალსაჩინო მასალათა კომპლექტი
  • ქართული მარკები იუბილეს აღსანიშნავად გამოიცემა ივლისში

» :

2009 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები

მოკლედ ევროპის საბჭოს შესახებ

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები

თორმეტი რამ, რაც შეიძლება არ იცოდეთ ევროპის საბჭოს შესახებ

თორმეტი ამბავი

ევროპის საბჭოს საეტაპო მიჯნები

ყველაზე ახალგაზრდა ინსტიტუტი: ადამიანის უფლებათა კომისარი

მინისტრთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის ბიოგრაფია

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ბიოგრაფია

კონგრესის პრეზიდენტის ბიოგრაფია

სასამართლოს თავმჯდომარის ბიოგრაფია

ადამიანის უფლებათა კომისრის ბიოგრაფია

გენერალური მდივნის ბიოგრაფია

გენერალური მდივნის მოადგილის ბიოგრაფია

საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარეები

ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივნები

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2010 - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.


mp3 downloadmovie downloaddisco music